ანა ნაცვლიშვილი - ვთხოვთ პრეზიდენტს, რაც შეიძლება მალე, მომავალი კვირის დასაწყისშივე მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა და სამართლებრივად გაფორმდეს ხალხის ნება
ანა ნაცვლიშვილი - ვთხოვთ პრეზიდენტს, რაც შეიძლება მალე, მომავალი კვირის დასაწყისშივე მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა და სამართლებრივად გაფორმდეს ხალხის ნება

ოპოზიციონერი დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, მომავალი კვირის დასაწყისშივე მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა და სამართლებრივად გაფორმდეს ხალხის ნება.

„მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, მოიწვიოს ამ დღეებში რიგგარეშე სხდომა და გაფორმდეს სამართლებრივად, კონსტიტუციურად ხალხის ნება – არა რუსულ კანონს. ამ საკითხზე, მიმდინარე ძალადობრივ მოქმედებებზე პრეზიდენტის პოზიცია ვიცით, ვაფასებთ ამ პოზიციას და ვთხოვთ, რაც შეიძლება მალე, მომავალი კვირის დასაწყისშივე მოწვეულ იქნას რიგგარეშე სხდომა, ყველაფერი მოესწრება, კომიტეტიც, ბიუროც, სხდომაც და დაიდება დოკუმენტი, რითიც გაფორმდება თქვენი მოთხოვნა“, – განაცხადა პარლამენტთან აქციაზე ანა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.