ანა ნაცვლიშვილი - ვიყავით ბუჩაში, ირპენში, ვნახეთ მასობრივი სასაფლაო, დაბომბილი სამოქალაქო ობიექტები, აშკარა მტკიცებულებები, რომ ჩადენილია უმძიმესი დანაშაულები, რომლებსაც თავისი სახელი დაერქმევა
ანა ნაცვლიშვილი - ვიყავით ბუჩაში, ირპენში, ვნახეთ მასობრივი სასაფლაო, დაბომბილი სამოქალაქო ობიექტები, აშკარა მტკიცებულებები, რომ ჩადენილია უმძიმესი დანაშაულები, რომლებსაც თავისი სახელი დაერქმევა

ვიყავით ბუჩაში, ირპენში და ვნახეთ წამების ადგილები, მასობრივი სასაფლაო, დაბომბილი სამოქალაქო ობიექტები, აშკარა მტკიცებულებები, რომ აქ ჩადენილია უმძიმესი დანაშაულები, რომლებსაც აუცილებლად დაერქმევა თავისი სახელი, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში ვიზიტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მას შემდეგ, რაც რადას სპიკერმა და მასპინძელმა დეპუტატებმა ხაზი გაუსვეს მრავალპარტიული დელეგაციის მნიშვნელობას.

„ჩვენ აქ ვნახეთ აშკარა მტკიცებულებები იმ უმძიმესი დანაშაულებებისა, მათ შორის გენოციდური პოლიტიკის, რომელსაც აქ ატარებდა რუსული მხარე. ვიყავით ბუჩაში, ირპენში და კონკრეტულად ვნახეთ წამების ადგილები, მასობრივი სასაფლაო, დაბომბილი სამოქალაქო ობიექტები, აშკარა მტკიცებულებები იმისა, რომ აქ ჩადენილია უმძიმესი დანაშაულები, რომლებსაც აუცილებლად დაერქმევა თავისი სახელი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.