ანა ნაცვლიშვილი - ვისურვებდი, რომ რეგიონში საქართველოს როლი იყოს მზარდი და ხელშემწყობი მშვიდობიანი, უკეთესი კავკასიისთვის
ანა ნაცვლიშვილი - ვისურვებდი, რომ რეგიონში საქართველოს როლი იყოს მზარდი და ხელშემწყობი მშვიდობიანი, უკეთესი კავკასიისთვის

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდა გაცვლა და ყველა ამ ადამიანს ვულოცავ სახლში მშვიდობიანად დაბრუნებას, მნიშვნელოვანია, რომ ჩართული იყო ქართული მხარე და ეს პროცესი წარმატებით დასრულდა, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომლითაც გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანული მხარის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას.

ნაცვლიშვილის თქმით, ისურვებდა, რომ ეს მაგალითი არ დარჩეს გამონაკლისად და რეგიონში საქართველოს როლი იყოს ხელმშემწყობი მშვიდობიანი, უკეთესი კავკასიისთვის.

„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდა გაცვლა, ყველა ამ ადამიანს და მათ ქვეყანას ვულოცავ ამ ადამიანების მშვიდობიანად სახლში დაბრუნებას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართული იყო ქართული მხარე და ეს პროცესი წარმატებით დასრულდა.

ვისურვებდი, რომ ეს მაგალითი არ დარჩეს გამონაკლისად, და რომ რეგიონში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ერთი მხრივ როგორც მშვიდობის ხელმშემწყობმა სახელმწიფომ, ასევე დემოკრატიის და უზენაესობის სტანდარტში უზენაესობის ტონის მიმცემმა. და საერთოდაც, საქართველოს როლი იყოს რეალურად მზარდი, პრინციპული და ხელმშემწყიბი მშვიდობიანი და უკეთესი კავკასიისთვის და არა მხოლოდ კავკასიისთვის“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.

განცხადების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.