ანა ნაცვლიშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით დარჩენილია საკითხები, რომელთა შესაცვლელად გვმართებს მუშაობა
ანა ნაცვლიშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით დარჩენილია საკითხები, რომელთა შესაცვლელად გვმართებს მუშაობა

ოპოზიციონერი დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმის მეორე მოსმენა არ უნდა იყოს ფიქცია და ეს ცვლილებები გაუმჯობესებების შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდეს, სხვა შემთხვევაში, იქნება პრობლემა.

როგორც ჟურნალისტებს ნაცვლიშვილმა განუცხადა, ვენეციის კომისიის დასკვნაში არის ბევრი საკითხი, რომელიც საჭიროა, გადაიხედოს.

„დასკვნაში წერია, რომ მისასალმებელია, რომ ცვლილებები მომზადდა ფართო ჩართულობით და გათვალისწინებულია ოპოზიციის მოსაზრებებიც, თუმცა იქვე არის ნათქვამი, რომ მთელი რიგი საკითხები რჩება, რომელთა შესაცვლელად მუშაობა გვმართებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საკითხების უმრავლესობა, რომელსაც ჩვენ ვაყენებდით, ასახულია დასკვნაში. პირველი მოსმენის დროს ეს საკითხები დავასახელეთ პირობად ჩვენი მხარდაჭერის და ვენეციის კომისიის მიერ ასახულია. ახლა მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ როგორც ჩვენი შემოსვლის შემდეგ პროექტი წინ წავწიეთ, მეორე მოსმენა არ უნდა იყოს ფიქცია და ეს ცვლილებები გაუმჯობესებების შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდეს, სხვა შემთხვევაში იქნება პრობლემა”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით დასკვნა 18 ივნისს გამოაქვეყნა.