ანა ნაცვლიშვილი - საზოგადოებისა და პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მშენებლობა
ანა ნაცვლიშვილი - საზოგადოებისა და პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მშენებლობა

საზოგადოებისა და პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მშენებლობა და ამ  ინსტიტუტისადმი მაღალი ნდობა, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით.

ნაცვლიშვილის თქმით, ამ მიზნით გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის მანდატის ფარგლებში მოქმედებს და გააგრძელებს მოქმედებას.

“კონკრეტულ დანიშვნებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, რადგან კონკრეტულ ფაქტებს ჩვენ არ ვაკვირდებოდით, არ გაქვს ინფორმაცია და ვერაფერს მოგახსენებთ”, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

კითხვაზე, იწვევს თუ არა მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილება კითხვებს, როცა მან ბოლო ეტაპზე მოხსნა კანდიდატურა, ან შეიძლება თუ არა გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტ სააკაშვილის განაჩენს უკავშირდებოდეს, ნაცვლიშვილმა კომენტარი არ გააკეთა.

“არ მგონია, რომ ამ საკთხზე პრეზიდენტმა განცხადება გააკეთოს. ვერაფერს გეტყვით”,- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.