ანა ნაცვლიშვილი - „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნით ნაწილში ცვლილება არჩევნების საერთო სურათზე არსებით გავლენას ვერ ახდენს
ანა ნაცვლიშვილი - „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნით ნაწილში ცვლილება არჩევნების საერთო სურათზე არსებით გავლენას ვერ ახდენს

დირექტორთან დაკავშირებული საკითხი არის ორგანიზაციის გადასაწყვეტი და ასე გადაწყვიტა გამგეობამ. არ ვაპირებ, შევაფასო შიდა ორგანიზაციული საკითხი. რაც შეეხება კვლევებსა და იმ კორექტირებებს, რომლებიც თავად „ისფედმა“ მოახდინა თავისი დასკვნის ნაწილში, ეს ცვლილება არსებით გავლენას ვერ ახდენს არჩევნების საერთო სურათზე და ამას არც თავად ორგანიზაცია უარყოფს, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმები არ შეცვლილა, რადგან ბოიკოტი ერთ რომელიმე წყაროზე დაყრდნობით არ გამოუცხადებიათ, არამედ პირველ რიგში, იმ ფაქტებსა და ტენდენციებს ეყრდნობიან, რაც საკუთარი თვალით იხილეს და შემდეგ გაანალიზეს.

„არასდროს არ უთქვამს „ისფედს“ და არც ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომ ამ არჩევნებზე არ ყოფილა მოსყიდვა, იძულება, ძალადობა ამომრჩევლის ნების კონტროლი, მეტობა და ნაკლებობა ბიულეტინების, რიგ შემთხვევაში, კარუსელს ადასტურებს. არავის არ უთქვამს, რომ ეს არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და მაღალი სტანდარტით, შესაბამისად, ცვლილება არჩევნების შეფასებასთან დაკავშირებით არ არის არც „ისფედის“ და რომელიმე სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან ერთიანი და საერთო სურათი, რომ ეს არჩევნები არის გაყალებებით და ყველა წესის დაღვევით ჩატარებული- ამ სურათს ვერ ცვლის „ისფედის“ მიერ დაკორექტირებული ხარვეზი.

რაც შეეხება განცხადებებს, რომ ამან ოპოზიციის გეგმები თავიდან ან ბოლოში შეცვალა, ვფიქრობ, ეს არის ძალიან უხერხემლო მიდგომა, რადგან თუ ვინმემ ბოიკოტი გამოაცხადა მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით და თვითონ თავისი ანალიზი არ გააკეთა, თავის დამკვირვებლებს, თავის ლიდერებს არ დაეყრდნო, თავის მხივ, ეს მათი პარტიული შეცდომაა. ჩვენ როდესაც ვთქვით პარლამენტში არ შევდივართ ამ განცხადების მოფიქრებისას პირველ რიგში, ვეყრდნობოდით იმ ფაქტებსა და ტენდენციებს, რაც საკუთარი თვალით ვნახეთ და საკუთარი გონებით გავაანალიზეთ. ასევე, ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციიის კვლევას.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კომენტარებს და მათი მხრიდან „ისფედის“ და მისი ერთი კვლევის მიმართ გამოჩენილ ცალსახად არაჯანსაღ ინტერესს. „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, ასეთი გულდასმით და ინტერესით გაეცნონ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებს, რომლებიც არა მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებით, ძალიან მძიმე ფაქტებზე მიუთითებენ. ეს ქვეყნისთვისაც კარგი იქნება და ამ კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვისაც.

„ქართულმა ოცნებამ“ იმ ფართოდ გავრცელებულ ეჭვებს გასცეს პასუხი, როგორ გახდა მისთვის ხელმისაწვდომი შიდა ორგანიზაციული ინფირმაცია, ვიდრე ირგანიზაცია ამ ყველაფერზე ისაუბრებდა. ეს ბადებს სერიოზულ ეჭვებს. ვიდრე ამ კითხვაზე „ქართულ ოცნებას“ არ აქვს გაცემული დამაჯერებელი პასუხი, ის არის ეჭვმიტანელი ძალიან საჩოთირო ამბავში. ეს შეიძლება იყოს უკანონო მოსმენა, ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენა და ა.შ.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, „ისფედის დასკვნასთან მიმართებით საერთო სურათი, რომ არჩევნები არის ჩატარებული უამრავი სერიოზული დარღვევით, ეს ფაქტები სადმე გაქრა?  ეს არის მთავრი სურათი და არა ამ სურათის ცალკეული შემადგენელი ხარვეზები, რომლებიც არ არის ნამდვულად სასიამოვნო,  მით უმეტეს ჩემთვის, რიმელიც ამ ორგანიზაციას ძალიან დიდ პატივს ვცემ, თუმცა ფოკუსი არ უნდა დავკარგოთ. მთავარი არის გაყალბებული არჩევნები და რაც არ უნდა მოინდომოს „ქართულმა ოცნებამ“ და ალტერნატიული რეალობა შექმნას, ამაში ვერ დააჯერებს საზოგადოების დიდ ნაწილს, რადგან ისეც არ ბნელა, როგორც მათ უნდათ, რომ ბნელოდეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„სამართლიანმა არჩევნების“ წარმომადგენელმა დღეს პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენეს, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს.

როგორც ცნობილია, „სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც.

ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.

ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.