ანა ნაცვლიშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრის შეცვლა ქვეყნისთვის არსებითად ვერაფერს შეცვლის, ქვეყნის სინდისი ვერ გაიმართება
ანა ნაცვლიშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრის შეცვლა ქვეყნისთვის არსებითად ვერაფერს შეცვლის, ქვეყნის სინდისი ვერ გაიმართება

საგარეო საქმეთა მინისტრის შეცვლა ქვეყნისთვის არსებითად ვერაფერს შეცვლის, რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით თავი იგივე რჩება, ქვეყნის სინდისი ვერ გაიმართება, ამ ვითარებას მეორე ხარისხოვანი საკადრო ცვლილებები არ უშველის, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებების მიღება ვითარებას ადეკვატურს ვერ გახდის.

„თუ ვინმეს გონი მოეკითხება და სინდისის ნატამალი შერჩენია, უნდა ხვდებოდეს, რომ პრემიერის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების შემდეგ თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილი უნდა მიდიოდეს, რადგან მისი განცხადება მარბიელი რაზმის მეთაურის განცხადება იყო და არა სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის. ზოგადად, „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკა ლოგიკურად ახსნადი არასდროს არ არის. საგარეო საქმეთა მინისტრის შეცვლა ქვეყნისთვის არსებითად ვერაფერს შეცვლის, რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით თავი იგივე რჩება – ვინ წავა ელჩად და ვინ მოვა მინისტრად, ქვეყნის სინდისი ვერ გაიმართება, ამ ვითარებას მეორე ხარისხოვანი საკადრო ცვლილებები არ უშველის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დავით ზალკალიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა. ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად გააგრძელებს მუშაობას. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.