ანა ნაცვლიშვილი - ხელისუფლებას აქციაზე მოქალაქეები ძალით ჩამოჰყავს, რომ ათქმევინოს, არ გვინდა ევროპაო, ეს არის რუსული მარში საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ
ანა ნაცვლიშვილი - ხელისუფლებას აქციაზე მოქალაქეები ძალით ჩამოჰყავს, რომ ათქმევინოს, არ გვინდა ევროპაო, ეს არის რუსული მარში საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ

ხელისუფლებას თბილისში მოქალაქეები აქციაზე ძალით ჩამოჰყავს, რომ ათქმევინოს, არ გვინდა ევროპაო. ეს არის რუსული მარში საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა 29 აპრილს დაანონსებული საყოველთაო-სახალხო შეკრების კომენტირებისას განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ვითარების გამწვავება სურს, ოპოზიციას კი  – დემოკრატიული და სტაბილური ქვეყანა.

„ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქციას უწყობს. მოქალაქეები თბილისში იძულებით ჩამოჰყავთ, რომ ათქმევინონ: არ გვინდა ევროპა. რა არის ეს? ეს არის რუსული მარში საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ. არაერთი ასეთი აქცია გვინახავს, როდესაც ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქციას უწყობდა. დარწმუნებული ვარ, ამ ხელისუფლების დასასრულს ვნახავთ. ხელისუფლებას ვითარების გამწვავება სურს, ჩვენ გვინდა, ეს ქვეყანა დემოკრატიული და სტაბილური იყოს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.