ანა ნაცვლიშვილი - ისლანდია არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის მაუწყებლის ბიუჯეტი საერთო სარეკლამო ბაზრის ნახევარზე მეტია
ანა ნაცვლიშვილი - ისლანდია არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის მაუწყებლის ბიუჯეტი საერთო სარეკლამო ბაზრის ნახევარზე მეტია

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, არც ევროპაში და არც ევროპის მიღმა ერთი უნივერსალური მოდელი არ არსებობს, საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორ უნდა მოეწყოს.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოტივირებული შენიშვნების განხილვისას ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ცვლილებები პრობლემებს ყველაზე მეტად რეგიონალურ მედიასაშუალებებს შეუქმნის.

„ერთი უნივერსალური მოდელი არ არსებობს არც ევროპაში და არც ევროპის მიღმა საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორ უნდა მოეწყოს. თუ გვინდა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სხვა ქვეყნების მაუწყებელს შევადაროთ, მაშინ ერთმანეთს რამდენიმე საკითხი უნდა შევადაროთ. თუ საქართველო რეკლამის ნაწილში სხვა ქვეყნებს ედრება, მაშინ მსჯელობა იმით უნდა დავიწყოთ, ბიუჯეტიდან რამდენია მისი დაფინანსება. ევროპის მაუწყებელთა კავშირის 2017 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტი მაქვს, რომელიც კარგად აჩვენებს, რომ ისლანდია არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის მაუწყებლის ბიუჯეტი საერთო სარეკლამო ბაზრის ნახევარზე მეტია. ამ ქვეყანაში რეკლამას ეთერის ხუთ პროცენტზე ნაკლები ეთმობა. ერთადერთი ქვეყანაა ის, რომელიც საქართველოს მსგავსად, ბაზრის წილის 50 პროცენტზე მეტის მიმღებია და იქ სხვა ტიპის რეგულაციებია, ვიდრე ახლა პარლამენტის მიერ არის შემოთავაზებული. ეს კანონპროექტი პრობლემურია, მათ შორის სხვა ქვეყნებთან შედარების კონტექსტში. არის ქვეყნის მოდელები, რომელთაც რეკლამა აქვთ, მაგრამ ეს იმ საზოგადოებრივ მაუწყებლებში არ არის, სადაც ამხელა დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან აქვთ“, – დასძინა ნაცვლიშვილმა.