ანა ნაცვლიშვილი - გაერთიანებული სამინისტროები პოლიტიკური წონის, ხედვისა და უნარების მქონე ადამიანებმა უნდა ჩაიბარონ
ანა ნაცვლიშვილი - გაერთიანებული სამინისტროები პოლიტიკური წონის, ხედვისა და უნარების მქონე ადამიანებმა უნდა ჩაიბარონ

სამინისტროების შეერთების პირობებში მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანებული პორტფელები პოლიტიკური წონის, ხედვისა და უნარების მქონე ადამიანებმა ჩაიბარონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ასევე მნიშნველოვანია, ეს ადამიანები იყვნენ მისაღები ქართული საზოგადოებისთვის.

„არ შეიძლება, საზოგადოებასთან ოპონირების რეჟიმში ხელისუფლებამ დანიშნოს ასეთი მაღალი თანამდებობის პირები.

ამიტომ უნდა იყოს გასაგები, რა ნიშნით იმსახურებენ ამ პოზიციებს კონკრეტული პირები და რა არის მათი ხედვები“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.