ანა ნაცვლიშვილი - ელენე ხოშტარიას შიმშილობის აქცია აჩვენებს, რამდენად კრიტიკული ვითარებაა ქვეყანაში 
ანა ნაცვლიშვილი - ელენე ხოშტარიას შიმშილობის აქცია აჩვენებს, რამდენად კრიტიკული ვითარებაა ქვეყანაში 

ელენე ხოშტარიას მიერ გამოცხადებული შიმშილობის აქცია აჩვენებს, რამდენად კრიტიკული ვითარებაა ქვეყანაში, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან ვითარება ისე არის მოჭიმული, როცა საკუთარი განცხადებებით თუ ქმედებებით კანონით გათვალისწინებულ ნაბიჯების გადადგმაზე უარს ამბობენ, რაც საჭიროა, რათა ვითარება უკიდურესად არ გამწვავდეს და ქვეყანა ფატალური რისკების წინაშე არ დადგეს.

„ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, თუ მას პოლიტიკური კეთილგონიერება აღარ შერჩენია, ადამიანურმა ინსტიქტებმა მაინც უნდა უკარნახოს, რომ ამგვარი ნაბიჯების შემდეგ მაინც გამოფხიზლდნენ, როგორც ადამიანები და შემდეგ როგორც პოლიტიკოსები, რომლებიც პასუხს აგებენ ქვეყანაში შექმნილ კრიტიკულ ვითარებაზე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ელენე ხოშტარიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა გუშინ დაიწყო. მისი თქმით, შიმშილობის განმავლობაში მხოლოდ წყალს მიიღებს.