ანა ნაცვლიშვილი - საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შეფასება ნაადრევია, თუმცა პროცესები აჩვენებს, რომ გამოძიების მიმართულებით პრობლემებია 
ანა ნაცვლიშვილი - საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შეფასება ნაადრევია, თუმცა პროცესები აჩვენებს, რომ გამოძიების მიმართულებით პრობლემებია 

მიმდინარე პროცესი აჩვენებს რამდენი ხარვეზია არა მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის გამოძიების, არამედ ზოგადად საქმეების გამოძიების მიმართულებით, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, კომისიას მთავარი სამუშაო წინ ელოდება და მისი დასკვნა უმნიშვნელოვანესია.

“ჯერ კომისიის საქმიანობის შეფასება, ვფიქრობ, ნაადრევი იქნება, თუმცა მიმდინარე პროცესი აჩვენებს, რამდენი ხარვეზი და პრობლემაა არა მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის გამოძიების, არამედ ზოგადად საქმეების გამოძიების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს საჭირბოროტო საკითხები საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოვიდეს. კომისიას მთავარი სამუშაო წინ ელოდება და უმნიშვნელოვანესია, რა ტიპის დასკვნას დადებს ის”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.