ანა ნაცვლიშვილი - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან კრიტიკის დიდი ტალღა მოდის, ეს წერილები პირდაპირ ქართველ ხალხს ეგზავნება
ანა ნაცვლიშვილი - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან კრიტიკის დიდი ტალღა მოდის, ეს წერილები პირდაპირ ქართველ ხალხს ეგზავნება

ეს არის კრიტიკის დიდი ტალღა, რომელიც მოდის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, მაგრამ ოკეანის გაღმა რაც ჩანს, ასევე ჩანს საქართველოში, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული წერილები კონგრესმენების მხრიდან ქართველ ხალხს ეგზავნება და არა პოლიკურ ლიდერებს.

„წერილებში კარგად ჩანს, ძალიან კარგად იციან სტრატეგიულმა პარტნიორებმა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში გადაწყვეტილებებს არ იღებენ სახელმწიფო ინსტიტუტები და მათ შორის პრემიერი, არამედ ერთი ადამიანი, რომელსაც არანაირი კონსტიტუციური მექანიზმი არ ბოჭავს, ეს არის ივანიშვილი. თუმცა ეს წერილები მიმართულია არა ივანიშვილისა და გახარიას მიმართ, არამედ ეს წერილები ეგზავნება პირდაპირ ქართველ ხალხს და გვეუბნებიან, რომ თუ არ იმოქმედებთ, ჩვენ უბრალოდ ქვეყანას დავკარგავთ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილმა კომენტარი ჟურნალისტებთან ქუთაისში გააკეთა, სადაც დღეს „ლელო საქართველოსთვის“ რეგიონული ოფისი გაიხსნა.

„დღეს ჩვენ ქუთაისში ვიმყოფებით და ქუჩაში ორი წუთით გასვლაც საკმარისია იმის დასანახად, რომ ქალაქი უბრალოდ კვდება. ქალაქი, რომელიც იყო სიცოცხლით, ენერგიით, ადამიანებით სავსე, დღეს არის ცარიელი და აქ არაფერი ხდება. სიდიდითა და მნიშვნელობით ეს არის ქვეყნის მეორე ქალაქი“, – აღნიშნა „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა.