ანა ნაცვლიშვილი - ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, გავაგრძელოთ საუბარი იმ საჭიროებებზე, რომელიც 31 ოქტომბრის გაყალბებულმა არჩევნებმა შექმნა
ანა ნაცვლიშვილი - ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, გავაგრძელოთ საუბარი იმ საჭიროებებზე, რომელიც 31 ოქტომბრის გაყალბებულმა არჩევნებმა შექმნა

ჩვენი მხრიდან მოლაპარაკების გაგრძელებაზე მზადყოფნა აჩვენებს იმას, რომ ოპოზიცია ბოლომდე აძლევს შანსს ამ სიტუაციას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანას, რომ კრიზისი იქნას განმუხტული, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„თუ ხელისუფლება ვერ გააცნობიერებს ამ სიმძიმეს, მაშინ, რა თქმა უნდა, შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა იყოს. ამიტომ, როცა ისინი იქნებიან მზად, ჩვენ ყოველთვის მზად და მყარად ვართ, გავაგრძელოთ საუბარი იმ თემებსა და საჭიროებებზე, რომელიც 31 ოქტომბრის გაყალბებულმა არჩევნებმა შექმნა.

მოლაპარაკებებში ოპოზიციის მხრიდან კვლავ რჩება ახალი არჩევნების საკითხი და დანარჩენი პაკეტი – შეცვლილი ცესკო-ს თავმჯდომარე და ბუნებრივია, ცესკო-ს და საერთოდ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ახალი, სამართლიანი წესი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციებს პარტიულ გაგრძელებად არ აქცევს. ასევე, რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გაყალბებას, მოსყიდვას, იძულებას, ამ რისკ-ფაქტორებს ბოლომდე დააზღვევს შეძლებისდაგვარად, რაც კანონს შეუძლია. რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.