ანა ნაცვლიშვილი - ამნისტიას მხარს დავუჭერთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დაცვით
ანა ნაცვლიშვილი - ამნისტიას მხარს დავუჭერთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დაცვით

ამნისტიის განოხრციელებას მხარს დავუჭერთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის საერთაშორისო უფლებების სრული დაცვით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 20 ივნისის იმ საქმეებზე, რა დროსაც ადამიანის უფლებები მძიმედ დაირღვა, ამნისტია ვერ გავრცელდება, შედარებით მსუბუქ დარღვევებზე კი მხოლოდ დაზარალებულის თანხმობით.

„ჩვენ  ამნისტიის განხორციელებას მხარს დავუჭერთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის საერთაშორისო უფლებების სრული დაცვით. სხვა შემთხვევაში მხარს არ დავუჭერთ, რადგან ამ შეთანხმებაში არსად წერია, რომ ის უნდა დადგეს საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა. ამ შეთანხმების შესასრულებლად მიღებული ნებისმიერი კანონი უნდა მოერგოს იმ ჩარჩოს, რომელიც აღიარებს ადამიანის უფლებების ფორმატს ყველა სხვასთან მიმართებაში. ეს ნიშნავს, რომ 20 ივნისს მომხდარი ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე ამნისტია ვერ გავრცელდება.

რაც შეეხება შედარებით მსუბუქ დარღვევებს, ნამდვილად არ ვეთანხმებით სამართალდამცველებზე ამნისტიის გავრცელებას, მაგრამ ნიკა მელიას გამოშვებისთვის სხვა გზა საერთოდ თუ არ დარჩა, ერთადერთი შესაძლებლობაა, შედარებით მსუბუქ დანაშაულზე გავრცელდეს ამნისტია. მხოლოდ დაზარალებულის თანხმობით ექნება სახელმწიფოს უფლება, ადამიანები მოყვნენ ამნისტიის ქვეშ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დოკუმენტზე ხელმოწერას, ნაცვლიშვილის თქმით, ისინი შეთანხმებას შეუერთდებიან მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გათავისუფლდება.

„დარწუნებული ვარ, საერთო ძალისხმევის და მუშაობის შედეგად მოხერხდება, რომ ნიკა მელიამ დატოვოს საპატიმრო დაწესებულება და „ ნაციონალური მოძრაობა“ ამ შეთანხმების მონაწილე გახდება. დარწუნებული ვარ ამაში, ამისთვის კეთდება ბევრი რამ. ასეთი ტიპის პოლიტიკური შეთანხმებები უნდა იყოს ფართო კონსესუსის შემცველი და მათ თქვეს კიდეც, რომ ხელს მოაწერენ, ეს პირობა თუ შესრულდება. მოლოდინი და იმედი მაქვს, რომ ისინი შევლენ პარლამენტში.