ანა მიქელაძე - 12:00 საათის მონაცემებით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 7 საჩივარია შესული
ანა მიქელაძე - 12:00 საათის მონაცემებით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 7 საჩივარია შესული

12:00 საათის მონაცემებით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 7 საჩივარია შესული, – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა,  საჩივრები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის დაწერილი. მისივე თქმით, 2-2 საჩივარი დაწერილია ბორჯომში, ქუთაისსა და ოზურგეთში, ხოლო ერთი საჩივარი – ხაშურში.

“ქუთაისის 59-ე ოლქის 124-ე უბანზე პარტია” ქრისტიან-კონსერვატიული მოძრაობის” დანიშნული წევრი, რომელსაც უფლებამოსილება პარტიის მიერვე ჰქონდა შეწყვეტილი, გამოცხადდა საარჩევნო უბანზე და კენჭისყრის პროცედურაში მიიღო მონაწილეობა. კომისიის თავმჯდომარემ, როდესაც დაადასტურა, რომ აღნიშნულ წევრს უფლებამოსილება ჰქონდა შეწყვეტილი, დაუყოვნებლივ დაატოვებინა მას საარჩევნო უბანი. მეორე შემთხვევაც ქუთაისშია, 76- ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველი, რომელიც შეცდომით იყო შეყვანილი გადასატანი ყუთის სიაში, იყო საუბნო -საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრის ოჯახის წევრი. გადასატანი ყუთის სიის შედგენისას, დაშვებული იქნა მექანიკური ტიპის შეცდომა და ნაცვლად ამომრჩევლისა, შეყვანილი იქნა თავად განმცხადებელი.ბორჯომის 25-ე უბანში, გადასატან ყუთში სამი კონვერტის განთავსებასთან დაკავშირებით ჩვენც მივიღეთ ინფორმაცია”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ოზურგეთში 43-ე უბანთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იქ არის საპატრულო პილიცია გამოძახებული.

“უშუალოდ საარჩევნო უბანზე არ ყოფილა დაპირისპირება მხარეებს შორის. რაც შეეხება უბნის გარეთ, თქვენ მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციის სფეროს სცილდება”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

დატოვე კომენტარი