ანა მალიარი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დაწყების დღიდან სამხრეთით 192 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ანა მალიარი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დაწყების დღიდან სამხრეთით 192 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს

ბოლო ერთ კვირაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 16 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა უკრაინის ჯარების კონტრშეტევის მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება სამხრეთ ფრონტზე და ბახმუტის მიმართულებით.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთით კონტრშეტევის მთელი დროის განმავლობაში 192 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გათავისუფლდა. ამ ტერიტორიებიდან გასულ კვირას უკრაინულმა ჯარებმა 12 კვადრატული კილომეტრი უკრაინის სხვადასხვა მიმართულებით გაათავისუფლეს, ხოლო ოთხი კვადრატული კილომეტრი ბახმუტის მიმართულებით“, – განაცხადა მალიარმა.

მისივე თქმით, ახლა აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს რამდენიმე რაიონში მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით. საკვანძო ბრძოლები კი გრძელდება კლეშჩიევკას, ანდრეევკასა და კურდიუმოვკას მიდამოებში.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ანალიტიკოსების აზრით, უკრაინული ჯარები აგრძელებენ ნელ წინსვლას ფრონტის სამი მიმართულებით, მათ შორის ბახმუტთან, დონეცკის რეგიონის დასავლეთით და ზაპოროჟიეს რეგიონში.