ანა მალიარი – უკრაინელმა დამცველებმა დონეცკის ოლქის კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლეს

15:34, 26.06.2023

უკრაინამ დონეცკის ოლქის კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს.

მალიარმა აღნიშნა, რომ უკრაინელმა დამცველებმა რუსი დამპყრობლებისგან დონეცკის ოლქის სოფელი რივნოპოლი ​გაათავისუფლეს.

„თავდაცვის ძალებმა დაიბრუნეს რივნოპოლი ჩვენი კონტროლის ქვეშ. ჩვენ წინ მივდივართ“, – განაცხადა მალიარმა.

როგორც მედია წერს, სოფელი რივნოპოლი რუსულმა ჯარებმა 2022 წლის მარტში აიღეს.

მსგავსი