ანა ჯაფარიძემ და გიორგი ნიკოლაძემ პარატაეკვონდოში პარიზის პარალიმპიური თამაშების ლიცენზიები მოიპოვეს #1TVSPORT
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში პარატაეკვონდოში ევროპის საკონტინენტო ტურნირზე პარიზი 2024-ის ლიცენზიები გათამაშდა, სადაც ქართველებმა, ანა ჯაფარიძემ და გიორგი ნიკოლაძემ პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ლიცენზიები ოფიციალურად მოიპოვეს.
ანამ ნახევარფინალში ჯერ ბრიტანელ კირა ფორსაიტს სძლია, ფინალში კი ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუსი, ანა პოდუბსკაია დაამარცხა. გიორიმ ნახევარფინალში ესპანელ გაბრიელ ამადო გარაგაზას მოუგო, ხოლო ფინალში უდიდესი უპირატესობით მესიეჟ კესიცკი 48:19 დაამარცხა და პარიზის პარალიმპიადაზე მონაწილეობა გაინაღდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ისტორიაში პარა ტაეკვონდოსთვის ეს პირველი ლიცენზიებია.