ანა ჯაბაური - ცოტნე გამსახურდიას საკონტროლო კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა, გართულება არ დაფიქსირებულა
ანა ჯაბაური - ცოტნე გამსახურდიას საკონტროლო კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა, გართულება არ დაფიქსირებულა

ცოტნე გამსახურდიას ხეჩინაშვილის კლინიკაში კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარეს, რომელზეც გართულება არ დაფიქსრებულა, – ამის შესახებ მედიას ინფორმაცია კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა მიწოდა.

„ვიყავი ასული და ცოტნეც მოვინახულე. ბოლო ინფორმაცია არის, რომ ჩაუტარდა განმეორებითი საკონტროლო კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელზეც არ დაფიქსირებულა რამე სახის გართულება და ეს უკვე კარგია“, – განაცხადა გამსახურდიას მეუღლემ.

მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული ტ.ღ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, ხოლო ოთხი პირი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.