ანა გომეში - ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის დამფუძნებელი და უნდა იყოს პარტიის ხელმძღვანელი
ანა გომეში - ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის დამფუძნებელი და უნდა იყოს პარტიის ხელმძღვანელი

ევროპარლამენტის წევრი ანა გომეში ფიქრობს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის არჩევა მისასალმებელია, რადგან, მისი თქმით, ივანიშვილი პასუხიმგებლობას აიღებს პარტიის საქმიანობაზე.

ევროპარლამენტარი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია და უნდა იყოს პარტიის ხელმძღვანელიც.

„მე პოზიტიურად ვაფასებ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას. ძალიან კარგია და მისასალმებელია, რომ ის აიღებს პასუხისმგებლობას. ბიძინა ივანიშვილი პარტიის ლიდერი იყო და დარჩა ამ პოზიციაზე. ეს ყველამ კარგად იცის.  კარგია, რომ აიღებს პასუხიმგებლობას პარტიის საქმიანობაზე. ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის დამფუძნებელი და უნდა იყოს პარტიის ხელმძღვანელი“, – განუცხადა პირველ არხს ანა გომეშმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“  ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.