ანა ფოტიგა - უნდა ვაღიარო, ჩემმა განცხადებამ პოლიტიკურ პატიმრებზე საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, სააკაშვილი ძალიან მაღალი რანგის პატიმარია, ეს ნიშნავს ჯანდაცვის, უსაფრთხოების სპეციალურ ყურადღებას
ანა ფოტიგა - უნდა ვაღიარო, ჩემმა განცხადებამ პოლიტიკურ პატიმრებზე საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, სააკაშვილი ძალიან მაღალი რანგის პატიმარია, ეს ნიშნავს ჯანდაცვის, უსაფრთხოების სპეციალურ ყურადღებას

პირად სანქციებზე არ ვსაუბრობ ახლა, ეს ჩემი როლი არა რის, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„სასანქციო რეჟიმი საბჭოს პრეროგატივაა, მათი ლიდერების, ანუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების ლიდერების ხელშია. მათი როლია ამაზე საუბარი. იმედი მაქვს, გამოსავალი იქნება ნაპოვნი საქართველოსთვის. როგორც იცით, არაა ადვილი, იყო საქართველოს მხარდამჭერი, რომ აბალანსო კრიტიკა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ერთობლივად. ერთი მეორესთან კავშირშია. ჩემი მიზანია, უსაფრთხოებას მივაღწიო სააკაშვილისა და ხოშტარიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანა ფოტიგამ ჟურნალისტების შეკითხვების პასუხად.

ამასთან, ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილი, რომელსაც წერილითვე უპასუხა.

„მე მივიღე ეს წერილი, ვუპასუხე იუსტიციის სამინისტროს წერილს. ამ სიტუაციაზე გულდასმით ფიქრის შესახებ, რაღაც არგუმენტები იყო ნახსენები. ჩემი წერილი მოგვიანებით იქნება ცნობილი“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ანა ფოტიგამ უპასუხა შეკითხვას, არიან თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები.

„როგორც წესი, სიტყვებით არ ვმანიპულირებ. როდესაც მე ვამბობ რაღაცას, ვგულისხმობ ამას“, – აღნიშნა ანა ფოტიგამ.

ანა ფოტიგას თქმით, სააკაშვილი „ძალიან მაღალი რანგის პატიმარია მთელი მსოფლიოს შეფასებით“.

„თქვენ იცით, რამდენად სძულს მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინს. ყველაფერი ქართველებზეა, შეაფასონ სიტუაცია, აქ არ ვარ ბრალდებების წასაყენებლად ვინმესთვის. უნდა ვაღიარო, რომ ჩემმა განცხადებამ პოლიტიკურ პატიმრებზე საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ის ძალიან მაღალი რანგის პატიმარია მთელი მსოფლიოს შეფასებით, ეს ნიშნავს ჯანდაცვის, უსაფრთხოების სპეციალურ ყურადღებას და ასევე გაგებას, რომ სამართლიანი სასამართლო არის უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას წერილს, რომლითაც ფოტიგამ მოითხოვა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მონახულება მე-18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, წერილითვე უპასუხა. ფოტიგას ბრეგაძემ განუცხადა, რომ სააკაშვილთან დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები. „თქვენს წერილში ახსენებთ წარსულში თქვენს ვიზიტებს „პოლიტიკური პატიმრების“ მოსანახულებლად. მადლობელნი ვიქნებით, თუ განმარტავთ, რას გულისხმობთ ამ ტერმინში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თუ სხვა რომელიმე ავტორიტეტულ ინსტიტუტს ასეთად არ მიუჩნევია არცერთი პატიმარი საქართველოში“, – აღნიშნულია რატი ბრეგაძის წერილში.

დატოვე კომენტარი