ანა ფოტიგა - პირადად ვიცნობ მიხეილ სააკაშვილს, უკიდურესად მნიშვნელოვანია მისი საქმის ადვოკატირება, რასაც ვაკეთებთ ევროპარლამენტში
ანა ფოტიგა - პირადად ვიცნობ მიხეილ სააკაშვილს, უკიდურესად მნიშვნელოვანია მისი საქმის ადვოკატირება, რასაც ვაკეთებთ ევროპარლამენტში

მე პირადად ვიცნობ იმ ადამიანებს, ვისზეც დღეს ვსაუბრობთ, როგორც ვლადიმირ ყარა-მურზას, ასევე მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია მათი საქმეების ადვოკატირება, – ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა.

ანა ფოტიგა ესწრებოდა შეხვედრას, რომელიც სტრასბურგში Renew Europe-ის პოლიტიკური ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული და რომელზეც ყარა-მურზას, გორინოვისა და სააკაშვილის შესახებ ისაუბრეს.

„უკიდურესად მნიშვნელოვანია მათი საქმეების ადვოკატირება. ჩვენ ამას ვაკეთებთ ევროპარლამენტში, როდესაც ვახსენებთ პერსონალურად, სახელებით და ამ დოკუმენტებს ევროპარლამენტში დიდი უმრავლესობით დაუჭირეს მხარი“, – აღნიშნა ფოტიგამ.