ანა ფოტიგა - მიხეილ სააკაშვილის, როგორც პუტინის მძევლის, ციხეში დატოვება ნიშნავს საქართველოს მომავლის გაუარესებას, იმედია, საქართველოს მთავრობა მიხვდება ამას
ანა ფოტიგა - მიხეილ სააკაშვილის, როგორც პუტინის მძევლის, ციხეში დატოვება ნიშნავს საქართველოს მომავლის გაუარესებას, იმედია, საქართველოს მთავრობა მიხვდება ამას

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა, რომ მიესალმება მათ, ვინც აპროტესტებდა უცხოელი აგენტის შესახებ კანონს.

ამასთან, მისივე თქმით, „მიხეილ სააკაშვილის, როგორც პუტინის მძევლის, ციხეში დატოვება ნიშნავს საქართველოს მომავლის გაუარესებას“.

„რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ნიშნავს გეოპოლიტიკურ ცვლილებას ჩვენს სამეზობლოში. ქართველი ხალხი ამას ძალიან კარგად ხვდება. ეს არის გადამწყვეტი მომენტი ყველა ჩვენგანისთვის რეგიონში. მე მივესალმები მათ, ვინც აპროტესტებდა უცხოელი აგენტის კანონს. ასევე, მინდა, ვახსენო, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დატოვება ციხეში, როგორც პუტინის მძევლისა, ნიშნავს საქართველოს მომავლის გაუარესებას. იმედია, საქართველოს მთავრობა მიხვდება ამას, ისევე როგორც ხალხის პროტესტს თბილისში და სხვაგან“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.