ანა ფოტიგა - მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად სპეციალური თვითმფრინავიც მზად არის, მაგრამ ჯერ საქართველოს მხრიდან სიჩუმეა
ანა ფოტიგა - მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად სპეციალური თვითმფრინავიც მზად არის, მაგრამ ჯერ საქართველოს მხრიდან სიჩუმეა

ჩვენთვის ცნობილია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, ჩვენ უკვე არაერთი განცხადება გავაკეთეთ ევროპარლამენტის ოფიციალურ დოკუმენტებში, რეზოლუციებში. იმედი გვაქვს, რომ დაუყოვნებლივ გადაიდგმება ნაბიჯები ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების მხრიდან, რომ უფრო დაჩქარდეს ქმედებები, რათა ის გათავისუფლდეს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სტრასბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფოტიგას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაში დრო გადამწყვეტია.

„მაღალი დონის სამხედრო-სამედიცინო ექსპერტების გუნდი მზადაა, მზადაა ასევე ტრანსპორტირების საკითხები, სპეციალური თვითმფრინავიც მზად არის, მაგრამ ჯერ საქართველოს მხრიდან სიჩუმეა. ევროკავშირის ინსტიტუტების მხარდაჭერა არსებობს. ასე რომ, პოლონეთის და ევროკავშირის მხრიდან ყველაფერი მომზადებულია. დრო ამ შემთხვევაში გადამწყვეტია და ის დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სათანადო მკურნალობის მიზნით ნებისმიერ ევროპულ ან ევროატლანტიკურ სახელმწიფოში. მისი სიცოცხლე საფრთხეშია და სწრაფად მოქმედებაა საჭირო“, – განაცხადა ფოტიგა.