ანა დოლიძემ უზენაეს სასამართლოსთან გვირგვინი მიიტანა
ანა დოლიძემ უზენაეს სასამართლოსთან გვირგვინი მიიტანა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე კახა წიქარიშვილმა და ახალგაზრდული მოძრაობის „ჩვენი ხმა“ წევრებმა უზენაეს სასამართლოსთან გვირგვინი მიიტანეს და სამგლოვიარო მელოდია შეასრულეს.

მათ აღნიშნული პერფორმანსით მოსამართლეების უვადოდ არჩევა გააპროტესტეს და საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართეს.

„კლანმა ჩაიგდო სასამართლო ხელში და დაასამარა მართლმსაჯულების პერსპექტივა ამ ქვეყანაში. ჩვენ ამ მომენტიდან ვიწყებთ მოქმედებას. ორგანიზაციები და დამოუკიდებელი იურისტები ვიწყებთ მიმართვას საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნებისადმი, რომ ერთად ვეძიოთ გამოსავალი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით ის უკვე დაუკავშირდა საფრანგეთის საელჩოს და მათთან უახლოეს მომავალში შეხვედრასაც გამართავს.