ანა დოლიძემ სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართა

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ, ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრთან“ ერთად, სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართა.

მისი განცხადებით, ფინანსური კრიზისის გამო, სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმზეა.

ანა დოლიძემ განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს მოუწოდა, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება განხორციელდეს. კერძოდ, მისი თქმით, კანონს უნდა დაემატოს მუხლი, რომელიც პანდემიის პერიოდში სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების ხელშეწყობას ეხება.

აქციაზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ანა დოლიძემ სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა სიების გაკვრა პარლამენტის შესასვლელთან სცადა, პოლიციამ კი მას ამის საშუალება არ მისცა.

დატოვე კომენტარი