ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრება პროტესტის ნიშნად კვლავ დატოვეს

19:36, 23.07.2019

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ისინი გასაუბრების პროცესის არასამუშაო საათებში ჩატარება კვლავ აპროტესტებენ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დილიდან მიმდინარეობს.

მსგავსი