ანა დოლიძე - ზარდიაშვილებთან გამკლავების პროცესი დღეს მხოლოდ იწყება, უნდა გაიხსნას პანდორას ყუთი და გაეცეს კითხვას პასუხი, ვინ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე
ანა დოლიძე - ზარდიაშვილებთან გამკლავების პროცესი დღეს მხოლოდ იწყება, უნდა გაიხსნას პანდორას ყუთი და გაეცეს კითხვას პასუხი, ვინ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე

მე ვფიქრობ, რომ ზარდიაშვილებთან გამკლავების პროცესი დღეს მარტო იწყება. მთლიანად უნდა გაიხსნას ეს პანდორას ყუთი და გაეცეს იმ კითხვას პასუხი, ვინ მიგვიყვანა ჩვენ ამ მდგომარეობამდე, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ეკა ბესელიას განცხადებაზე საპასუხოდ აღნიშნა.

„ჩემი პოზიცია მაქვს. პირველ რიგში, ამაზე პასუხი უნდა აგოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომლის ლიდერობის გარეშე ვერ დაიწერებოდა ვერცერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელმაც მიგვიყვანა ამ განუზომელ ძალაუფლებამდე ამ ერთი დაჯგუფების. მგონია, რომ ეს პროცესი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი გარჩევის, თუ ვინ ეცადა შეექმნა სისტემა, რომლის მიხედვითაც, ჩაბეტონდება სისტემაში ლევან მურუსიძეები. ეს ჩვენი ხალხისთვის მიუღებელია, მაგრამ ფაქტია, რომ აქ საქმე გვქონდა ვანო ზარდიაშვილთან და მის ჯგუფთან, მაგრამ არამგონია, რომ ამ გარჩევაში მარტო აქ უნდა გავჩერდეთ“, – განაცხადა დოლიძემ.

ეკა ბესელიამ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გაუმართლებელი პროცესი შეჩერდა.