ანა დოლიძე - სააკაშვილის ფაქტორის შიშით ბევრი დაბრუნდა ღარიბაშვილის ბანაკში, სააკაშვილი იყო, არის და იქნება ფაქტორი, რომელიც გაამწვავებს პოლარიზაციას
ანა დოლიძე - სააკაშვილის ფაქტორის შიშით ბევრი დაბრუნდა ღარიბაშვილის ბანაკში, სააკაშვილი იყო, არის და იქნება ფაქტორი, რომელიც გაამწვავებს პოლარიზაციას

სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ არჩევნებისთვის პოლარიზაციის გაღრმავებაზე იმოქმედა. სააკაშვილის ფაქტორი ამწვავებს დაპირისპირებას ორ დიდ ბანაკს შორის, – ამის შესახებ „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების კონსოლიდაცია ხდება. ეს დამაზიანებელია ყველასთვის, ვისაც უნდა გაექცეს ამ პოლარიზაციას და ორიენტაცია აქვს საქმეზე. დამაზიანებელი იყო ჩვენთვისაც. მე ვიყავი დარწმუნებული, რომ უკეთესი შედეგი გვექნებოდა, ვიცი კიდევაც ჩვენი მხარდამჭერებისგან, რომ სააკაშვილის ფაქტორის შიშით, ბევრი დაბრუნდა ღარიბაშვილის ბანაკში. ანუ სააკაშვილი იყო, არის და იქნება ფაქტორი, რომელიც გაამწვავებს პოლარიზაციას. ის ეხმარება კონკრეტულად თავის პარტიას და ამავდროულად, ღარიბაშვილის ჯგუფის ინტერესებს“, – დოლიძემ.

ამასთან, ანა დოლიძის თქმით, არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსით მანიპულირება ხდებოდა.

„ჩვენ დავინახეთ საარჩევნო პროცესით მანიპულირება „ოცნების“ მხრიდან ეს პირველ რიგში გამოიხატება იმ საშუალებაში, რასაც ესენი იყენებდნენ და კიდევ გამოიყენებენ, ვიდრე ჩვენი მოსახლეობა იქნება ღარიბი. ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსით მანიპულირება, დაპირება და ა.შ. ამ არჩევნების წინაშე უნდა დაისვას სერიოზული კითხვები და სრულიად ვიზიარებ საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიციას, რომ ყველა ის სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი, რასაც ადგილი ჰქონდა, უნდა გამოსწორდეს თუ გვინდა, რომ არჩევნებს საქართველოში დაერქვას დემოკრატიული“, – განაცხადა დოლიძემ.