ანა დოლიძე - „ქართული ოცნების“ პირობებში სახელმწიფოს მართავს უდიპლომო მინისტრი თეა წულუკიანი, უდიპლომო პროკურორი და არიან უდიპლომო მოსამართლეები
ანა დოლიძე - „ქართული ოცნების“ პირობებში სახელმწიფოს მართავს უდიპლომო მინისტრი თეა წულუკიანი, უდიპლომო პროკურორი და არიან უდიპლომო მოსამართლეები

თუ ქართულ კინოკლასიკაში მიღებულია უდიპლომო სასიძო, „ქართული ოცნების“ რეალობაში მიღებულია უდიპლომო პროკურორი, უდიპლომო მინისტრი და უდიპლომო მოსამართლე, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა გენერალურ პროკურორ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძესთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს იმ პირობებში ხდება, როდესაც საქართველოში არის უამრავი ნასწავლი და კომპეტენტური ადამიანი, რომლებიც სახლში სხედან და სამსახურს ეძებენ.

„ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ „ქართული ოცნების“ რეალობაში მთავარი ფასეულობა არის პიროვნული ერთგულება და არა კომპეტენცია და სამშობლოსადმი თავდადება. უდიპლომო სასიძოები ჩვენ გვქონდა კინოში, მაგრამ ძალიან სამწუხარო პოლიტიკურ რეალობაში აღმოვჩნდით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში სახელმწიფოს მართავს უდიპლომო მინისტრი თეა წულუკიანი, უდიპლომო პროკურორი და ჩვენს წინაშე არიან უდიპლომო მოსამართლეებიც“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.