ანა დოლიძე პარლამენტს მიმართავს და მოითხოვს, რომ საარჩევნო უბანზე მობილური ტელეფონის შეტანა აიკრძალოს
ანა დოლიძე პარლამენტს მიმართავს და მოითხოვს, რომ საარჩევნო უბანზე მობილური ტელეფონის შეტანა აიკრძალოს

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტს მიმართავს და მოითხოვს, რომ საკანონმდებლო ორგანომ საარჩევნო კოდექსში ცვლილება შეიტანოს, კერძოდ საარჩევნო უბანზე აკრძალოს მობილური ტელეფონის შეტანა.

როგორც დოლიძე ამბობს, ხელისუფლება ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენს და მოქალაქეებს სთხოვენ, არჩევნების დღეს, შემოხაზულ საარჩევნო ბიულეტენს ფოტო გადაუღონ და კოორდინატორებს გაუგზავნონ.

„ჩვენ ინტენსიურად ვატარებთ კარდაკარს, ყოველდღიურად ვისმენთ, ძალიან ბევრი მოქალაქის წუხილს. როგორც ჩანს, უმთავრეს ბერკეტად, რომელიც ხელისუფლებას რჩება, რომ გააკონტროლოს ამომრჩევლის ნება და მოახდინოს ამომრჩეველზე ზეწოლა, არის მოთხოვნა, რომ მათ გადაუღონ სურათი საარჩევნო ჯიხურში შემოხაზულ ბიულეტენს და ეს სურათი გააგზავნონ შესაბამის ადგილას. ამ მოთხოვნაზე საუბრობს ყოველი მეორე ამომრჩეველი. შესაბამისად, ძალიან მარტივია, თუ ხელისუფებას აქვს რეალური სურვილი, რომ ასეთი აპირდაპირი მეთოდით არ მოახდინოს ზეწოლა ამომრჩეველზე, მარტივია ამ საკითხის გადაწყვეტა, იმის მეშვობით რომ საარჩევნო ჯიხურში აკრძალოს მობილური ტელეფონის შეტანა. ასეთ ვითარებაში ყველა ამომრჩეველს ეხსნება შიში გვლენიანი პირების წინაშე, რომ ანგარში ჩააბაროს რა ნომერი შემოხაზა ბიულეტენზე. ჩვენ ამით გავათავისუფლებთ თვითონ ამომრჩეველს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.