ანა დოლიძე ნორა კვიციანს ხვდება 
ანა დოლიძე ნორა კვიციანს ხვდება 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე ნორა კვიციანს ხვდება. ნორა კვიციანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დავით კეკენაძის უვადოდ მოსამართლედ დანიშვნას აპროტესტებს.

კვიციანმა გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და ანა დოლიძესთან შეხვედრა მოითხოვა.

„ქალბატონი ნორა კვიციანი არის პოლიტპატიმარი, მან შვიდი წელი გაატარა პატიმრობაში. ცნობილია, რომ ის იყო უკანონო პატიმრობა. ნორა კვიციანმა გამოხატა შეშფოთება, რომ მოსამართლე, ვინც მას მიუსაჯა პატიმრობა, გამოდიოდა გასაუბრებაზე და მოითხოვდა უვადოდ დანიშვნას. მე, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრი, ჩემს მოვალეობად ვთვლი, რომ ასეთი შემთხვევები მივიღო მხედველობაში, გავესაუბრო მას და გავიზიარო გამოცდილება”, – განაცხადა დოლიძემ.