ანა დოლიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ
ანა დოლიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.

მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ განცხადებებს სტრასბურგის სასამართლო დაჩქარებულად განიხილავს.

„მივიჩნევთ, რომ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს, მაგრამ მას ამავე დროს უნდა ჰქონდეს დაცული, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება, აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუყონებლივ გამოიყენოს ევროპის ადამიანთა კონვენციის 39-ე მუხლით უზრუნველყოფილი დროებითი პროცედურა, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს და მოითხოვოს სააკაშვილის გადაყვანა მისი მოთხოვნის შესაბამისად, სამოქალაქო საავადმყოფოში. 39-ე მუხლით დადგენილი დროებითი პროცედურით სტრასბურგის სასამართლო დაუყოვნებლივ იხილავს საკითხებს, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და გადარჩენის საკითხებს. ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს იმედი, ადრე, როგორც „რუსთავი 2“-ის საქმეში, სტრასბურგის სასამართლო დაუყოვნებლივ განიხილავს ადვოკატების ამ მიმართვას და გამოიტანს გადაწყვეტილებას გადაიყვანონ თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ სამოქალაქო საავადმყოფოში მისი სიცოცხლისა და ჯანრთელობის დასაცავად“, – განაცხადა ანა დოლიძემ.