ანა დოლიძე - მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს, დანიშნოს იუმორის კომისარი
ანა დოლიძე - მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს, დანიშნოს იუმორის კომისარი

მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს, დანიშნოს იუმორის კომისარი, რომელიც გაარჩევს კანდიდატმა იხუმრა რაღაც, თუ სერიოზულად თქვა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

ანა დოლძის თქმით, ქვეყანაში ზოგადად მკაცრდება დამოკიდებულება კრიტიკული აზრის მიმართ.

„მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს, დანიშნოს იუმორის კომისარი, ანუ ადამიანი, რომელიც გაარჩევს კანდიდატმა იხუმრა, სერიოზულად თქვა რაღაც, ირონიულად, ცინიკურად თუ სარკასტულად. ამით დაკავდება, რომ გაარჩევს ამ განცხადებებს და რა თქმა უნდა, განგვდევნიან პოლიტიკური პროცესებიდან გურულებს და იმერლებს.

აი ასეთი აბსურდული ტიპის ინიციატივაა, თუმცა ჯდება ზოგად მიმართულებაში, რომელიც არის კრიტიკული აზრის დევნა და შეზღუდვა. ამას ჩვენ ვხედავთ ზვიად კუპრავას დაპატიმრებაში, ვხედავთ მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის განცხადებებში, ვხედავთ აი ამ ინიციატივაში, რომ ზოგადად მკაცრდება დამოკიდებულება კრიტიკული აზრის მიმართ. ამიტომ მოსდის თავში ვიღაცას ასეთი ინიციატივები, რომლებიც არაკონსტიტუციურია და პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს და ევროპის სამართლებრივ სივრცეს“, – განაცხადა ანა დოლიძემ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

„საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებებით, პოლიტიკური პარტიის ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

დატოვე კომენტარი