„საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებებით, პოლიტიკური პარტიის ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს
„საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებებით, პოლიტიკური პარტიის ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს

წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებული ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომელიც მმართველმა გუნდმა მოამზადა და სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს წარუდგინა.

პროექტში აღნიშნულია, რომ დაუშვებელია ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი სარეკლამო რგოლის მომზადება და მაუწყებელთა მიერ მათი განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება.

ამასთან, ინიციატივით, საარჩევნო სუბიექტის რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა საარჩევნო სუბიექტის რეკლამის ელემენტებს, მათ შორის, მის წარმომადგენელს, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.

გარდა ამისა, პროექტით, მაუწყებელს ეკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ისეთი წინასაარჩევნო რეკლამა განათავსოს, რომლის შინაარსიც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს აშკარად ეწინააღმდეგება.

დატოვე კომენტარი