ანა დოლიძე - მაინტერესებს კობა კობალაძის ხმა, რომლის მეგობრები და თანამებრძოლები თავის დროზე ციხეში თამარ ალანიამ პოლიტიკური ნიშნით გაუშვა
ანა დოლიძე - მაინტერესებს კობა კობალაძის ხმა, რომლის მეგობრები და თანამებრძოლები თავის დროზე ციხეში თამარ ალანიამ პოლიტიკური ნიშნით გაუშვა

მაინტერესებს კობა კობალაძის ხმა, რომლის ძმაკაცები, მეგობრები, თანამებრძოლები პოლიტიკური ნიშნით, თამარ ალანიამ თავის დროზე ციხეში გაუშვა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, თამარ ალანიასთან მიმდინარე გასაუბრების შეფასებისას განაცხადა.

დოლიძის თქმით, გასაუბრების დროს, განსაკუთრებით საინტერესოა იმ დეპუტატების პოზიცია, რომლებიც სამართლიანობის აღდგენის მოტივით მოხვდნენ პარლამენტში.

„თამარ ალანიას კანდიდატურასთან დაკავშირებით ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების ხმა, რომლებიც სამართლიანობის აღდგენის მოტივით მოხვდნენ საქართველოს პარლამენტში. მაინტერესებს კობა კობალაძის ხმა, რომლის ძმაკაცები, მეგობრები, თანამებრძოლები, პოლიტიკური ნიშნით თამარ ალანიამ თავის დროზე ციხეში გაუშვა. ძალიან მაინტერესებს ამ ადამიანების პოზიცია, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე დღეს, რამდენად გადაუსვამენ ხაზს იმ პრინციპებს, რისთვისაც უამრავი ადამიანი იბრძოდა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო. დეპუტატები დღეს პირველ კანდიდატს, თამარ ალანიას უსმენენ.