ანა დოლიძე - სახელმწიფო უნივერსიტეტებში გამეფებულია ჭაობი
ანა დოლიძე - სახელმწიფო უნივერსიტეტებში გამეფებულია ჭაობი

სახელმწიფო უნივერსიტეტებში გამეფებულია ჭაობი და ისეთივე კლანები, რომლებსაც სასამართლოში ვებრძოდი, – ამის შესახებ იურისტმა ანა დოლიძემ განაცხადა.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში არაერთი აკადემიური დავა მიმდინარეობს.

„უნივერსიტეტებში გამეფებულია ჭაობი და ისეთივე კლანები, რომლებსაც სასამართლოში ვებრძოდი. ეს კლანები რიყავენ თავისუფლად მოაზროვნე კვალიფიციურ ადამიანებს, რადგან ისინი წარმოადგენენ კლანებისა და ადმინისტრაციის ძალაუფლების საფრთხეს. არანაირი ცვლილება ჩვენს ქვეყანაში სტუდენტების თავისუფალი აზრის, მეცნიერების გაერთიანებისა და ხმალამოღებული ბრძოლის გარეშე არ მომხდარა. მე დღეს მოვედი აქ, რომ მხარი დავიჭირო ერთ-ერთ ასეთ ადამიანს, ნათია ბახტაძეს, მივმართო სტუდენტებს, დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს, რომ მათ მოითხოვონ ის მომავალი, რომელიც ეკუთვნით, ის რესურსები, გრანტები და მხარდაჭერა, რომელიც ეკუთვნით. ასევე მივმართავ სტუდენტებს გვერდზე გადააგდო პარტიული თვითმმართველობები, მოითხოვონ თავისუფალი და ხარისხიანი განათლება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, ნათია ბახტაძე ილია უნივერსიტეტიდან 2017 წელს დაწიანეურებაზე უარის მიღების შემდეგ გაუფრთხილებლად გაათავისუფლეს, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლო დავა მოიგო, თუმცა სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა.

როგორც თავად ბახტაძე აცხადებს, რომ 2011 წლიდან 2017 წლამდე ილიას უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორი იყო.

„ვითხოვდი დაწინაურებას, რადგან უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით გაცილებით მეტი მეკუთვნოდა, ვიდრე ასისტენტ-პროფესორი. ამას გიგა ზედანია მუდმივად ბლოკავდა. 2017 წელს კვლავინდებურად მივიღე უარი დაწინაურებაზე, მაშინ მივწერე კრიტიკული წერილი უნივერსიტეტში არსებული აკადემიური დარღვევისა და კორუფციული გარემოს შესახებ. ჩვენს მიმართულებაზე მარტო მე ვიყავი დისერტაცია დაცული. მე არ ვიყავი ისეთი, რომელიც თვალებს დახუჭავდა რამეზე, ვიყავი ოპონენტი მოსაზრებების განმცხადებელი, ამას მოყვა ის, რომ ისე შეწყვიტა ჩემი შრომითი ურთიერთობა უნივერსიტეტთან, არც მე ვიცოდი ამის შესახებ და არც უნივერსიტეტმა“, – განაცხადა ნათია ბახტაძემ.

ამასთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ნათია ბახტაძე იკავებდა აკადემიურ პოზიციას, თუმცა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მოხდა მისი გათავისუფლება.

„სხვადასხვა დროს ილიას უნივერსიტეტში ამ მიმართულებით გამოცხადებულ კონკურსებში მას მონაწილეობა არ მიუღია. 2017 წელს დაიწყო სასამართლო დავა 2019 წელს სააპელაციო სასამართლომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და არ დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის სარჩელი“, – განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანა კვანჭილაშვილმა.

დატოვე კომენტარი