ანა დოლიძე - გუმათში შექმნილია საოკუპაციო ხაზი ჩინოვნიკების მიერ, რომლებსაც იმის ვაჟკაცობაც არ აქვთ, აქ იდგნენ
ანა დოლიძე - გუმათში შექმნილია საოკუპაციო ხაზი ჩინოვნიკების მიერ, რომლებსაც იმის ვაჟკაცობაც არ აქვთ, აქ იდგნენ

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე შვილთან ერთად გუმათში, რკინის ბარიკადებთან მივიდა.

ანა დოლიძემ სამართალდამცველებს სთხოვა, რიონის ხეობის მიმართულებით გადაადგილების საშუალება მიეცათ.

დოლიძის თქმით, მას, როგორც ტურისტს, ჰქონდა სურვილი, დაეთვალიერებინა ხეობა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

ანა დოლიძის განმარტებით, სამართალდამცველები უკანონო ბრძანებებს ასრულებენ.

„აქ არის აბსოლუტურად ხელოვნური საზღვარი, არაკონსტიტუციური. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს უფლება, გადავადგილდეთ ქვეყნის ტერიტორიაზე. ვერ მეტყვით ერთ მუხლს, თუ რატომ დგახართ აქ. სამწუხაროდ, პოლიციას ავიწყდება, რომ დაქირავებულია ქართველი ხალხის მიერ. აბსოლუტური ფანტასმაგორიაა, რაც თქვა დღეს კომპანია „ენკას“ დირექტორმა, თოთქოს აქ ხალხი უნდა მოვიდეს და დაათვალიეროს. მინდა, დავათვალიერო და ვინმე მიშვებს? აქ არის შექმნილი საოკუპაციო ხაზი იმ ჩინოვნიკების მიერ, რომელთაც იმის ვაჟკაცობაც არ აქვთ, აქ იდგნენ“, – განაცხადა დოლიძემ.