ანა დოლიძე - გიორგი ვაშაძის მიერ დაწყებული კამპანია „მინდა ვიყო პრემიერი“ აძლიერებს იმ უნდობლობის შეგრძნებას, რომელიც ხალხს პოლიტიკოსების მიმართ აქვს
ანა დოლიძე - გიორგი ვაშაძის მიერ დაწყებული კამპანია „მინდა ვიყო პრემიერი“ აძლიერებს იმ უნდობლობის შეგრძნებას, რომელიც ხალხს პოლიტიკოსების მიმართ აქვს

გიორგი ვაშაძის მიერ დაწყებული კამპანია „მინდა ვიყო პრემიერი“ აძლიერებს იმ უნდობლობის შეგრძნებას, რომელიც ხალხს პოლიტიკოსების მიმართ აქვს, – ამის შესახებ მოძრაობის „ხალხისთვის“ დამფუძნებელმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქმის ნაცვლად, საარჩევნო კამპანია იმაზე დააფუძნა, თუ ვინ გახდება პრემიერ-მინისტრი.

„იცით, რომ გუშინ პრემიერობის კანდიდატად ხუმრობით ძაღლი „კუპატა“ დავასახელე. პირველ რიგში, ეს ეხებოდა გიორგი ვაშაძის მცდელობას, მთელი საარჩევნო კამპანია წაიყვანოს იქით, თუ ვინ გახდება პრემიერი, ნაცვლად საქმისა. ხალხი პოლიტიკოსებით ისედაც იმედგაცრუებულია, ისედაც ფიქრობს, რომ პოლიტიკოსების უმრავლესობა არაფერს აკეთებს და თანამდებობებს ინაწილებს. გიორგი ვაშაძის მიერ დაწყებული კამპანია „მე მინდა ვიყო პრემიერი“ უბრალოდ აძლიერებს იმ უნდობლობის შეგრძნებას, რომელიც ხალხს პოლიტიკოსების მიმართ აქვს. ვიფიქრე, ამაზე მსუბუქად გავიცინოთ საზოგადოებამ და ყველასათვის საყვარელი ძაღლი „კუპატა“ დავასახელე პრემიერობის კანდიდატად“, – განაცხადა ანა დოლიძემ.