ანა დოლიძე - გამოცდილებამ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთი ერთზე დატოვებული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არჩევნებში აგებს
ანა დოლიძე - გამოცდილებამ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთი ერთზე დატოვებული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არჩევნებში აგებს

პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, მომდევნო კვირაში პოლიტსაბჭო გადაწყვეტს, ეყოლება თუ არა პარტიას მერობის კანდიდატი.

„იმ კვირაში შეიკრიბება პოლიტსაბჭო და გადაწყვეტს, ეყოლება თუ არა პარტიას მერობის კანდიდატი, როდის დაგეგმავს ის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, რა ფორმით და როგორი ურთიერთობა ექნება მას სხვა პარტიებთან“, – განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის საერთო კანდიდატად ნიკა მელიას შესაძლო დასახელებას, ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა, კიდევ ერთი შანსი იყოს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისევ მოიგოს.

„ჩემი პოზიცია ეყრდნობა ელემენტარულ გათვლებს და გამოცდილებას, რომ რაც დავინახეთ წინა არჩევნებში, „ქართულ ოცნებასთან“ ერთი ერთზე დატოვებული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აგებს. ამიტომ უმჯობესი იქნება, პოლიტიკურმა სპექტმა შეარჩიოს ისეთი ტაქტიკა, რომელიც მისცემს მას არა უბრალოდ არჩევნებში მონაწილეობის, არამედ გამარჯვების საშუალებას. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება სავარაუდოდ არის შესაძლებლობა, რომ „ოცნებამ“ კიდევ ერთხელ მოიგოს“, – განაცხადა დოლიძემ.

დატოვე კომენტარი