ანა დოლიძე - ევროკავშირთან დაახლოების გზაზე რეალური, ყოველთვიური შედეგები გვჭირდება
ანა დოლიძე - ევროკავშირთან დაახლოების გზაზე რეალური, ყოველთვიური შედეგები გვჭირდება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის შედეგების თანახმად, არადამაკმაყოფილებელი შედეგებია, მაგალითად, გარემოს დაცვის, ბავშვთა უფლებების დაცვის, საჯარო სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

„რადგანაც ევროპასთან გაერთიანების გზაზე ვდგავართ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად გვედოს პულსზე ხელი, რამდენად ვასრულებთ ვალდებულებებს ევროპის წინაშე. დღევანდელი სურათი არცთუ სახარბიელოა, რადგან ექსპერტები მიუთითებენ, რომ გვაქვს არადამაკმაყოფილებელი შედეგები. მაგალითად, გარემოს დაცვის, ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ, საჯარო სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფის კუთხით. იმედი მაქვს, რომ ის ხელისუფალნი, რომლებიც დაესწრებიან ამ კონფერენციას, მიიღებენ მხედველობაში იმას, რომ ჩვენ გვჭირდება რეალური, ყოველთვიური შედეგები ევროკავშირთან დაახლოების გზაზე და არა უბრალოდ საჯარო განცხადებები, რომ ეს არის ჩვენთვის სასურველი პოლიტიკური მიზანი“, – აღნიშნა ანა დოლიძემ კონფერენციაზე, რომელზეც ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის შედეგები განიხილეს.