ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად რეგისტრირებისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად რეგისტრირებისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

მოძრაობის „ხალხისთვის“ საინიციატივო ჯგუფმა დიდუბე ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად ანა დოლიძის რეგისტრირების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიაში განაცხადი წარადგინა.

კანონმდებლობის შესაბამისად, დღეიდან ანა დოლიძე ამომრჩევლის ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს. ერთი კვირის შემდეგ კი ცესკო-ში დიდუბე-ჩუღურეთის  მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდება.

ანა დოლიძის განცხადებით, ის უახლოეს დღეებში წარადგენს ხედვას, საკანონმდებლო საქმიანობის 100 – დღიან გეგმას და მტკვრის მარცხენა სანაპიროს პრობლემების გადაჭრის გზებს.

,,მე დავრეგისტრირდი, როგორც ჩემი თანამოაზრეების, ჩემი გუნდის კანდიდატი დიდუბე- ჩუღურეთის რაიონში. მე ვიქნები დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენ დაგვჭირდება დიდუბე- ჩუღურეთის მოსახლეობის 1 200 ხელმოწერა, რომლის შეგროვებასაც ძალიან ინტენსიურ რეჟიმში დღეიდან დავიწყებთ. ამ ხელმოწერების ჩაბარების შემდეგ, მე, როგორც დამოუკიდებელ უპარტიო კანდიდატს, მექნება საშუალება, რომ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. მე წარვადგენ ორ ხედვას – 100 – დღიან გეგმას, რას გავაკეთებ საქართველოს პარლამენტში და მეორე – „დიდუბე-ჩუღურეთი 2024“, წესით, შესაბამისი ხელისუფლების პირობებში, როგორი უნდა იყოს მარჩხენა სანაპიროს ეს არაჩვეულებრივი ნაწილი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.