ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებენ, რომ ლევან გზირიშვილმა შვილი იუსტიციის სკოლაში მოაწყო
ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებენ, რომ ლევან გზირიშვილმა შვილი იუსტიციის სკოლაში მოაწყო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ საბჭოს წევრის, ლევან გზირიშვილის სამუშაო ოთახის კარზე წარწერა „მამამ შვილი მოაწყო“ გააკრეს.

როგორც არამოსამართლე წევრებმა განაცხადეს, რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სკოლაში ჩაირიცხა ლევან გზირიშვილის შვილი, რაც ადასტურებს იუსტიციის საბჭოში ნეპოტიზმს.

„იუსტიციის საბჭოს წევრმა, ლევან გზირიშვილმა, რომელიც მხარს უჭერს კლანს, იუსტიციის სკოლაში საკუთარი შვილი ალექასანდრე გზირიშვული მოაწყო. ნეპოტიზმი, ჩაწყობა, ჩვენ ფაქტიბრივად დაბრუნებული ვართ საბჭოთა ეპოქაში, სადაც ეს იყო მოქმედების ჩვეულებრივი საშუალება და ფორმა. არ ვაპირებთ, რომ გავჩერდეთ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.