ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ  საკითხის გადასაწყვეტის საუკეთესო გზა დავით გარეჯის საერთაშორისო დონის დაცულ ტერიტორიად გამოცხადებაა 
ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტის საუკეთესო გზა დავით გარეჯის საერთაშორისო დონის დაცულ ტერიტორიად გამოცხადებაა 

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძის აცხადებს, რომ დავით გარეჯის საკითხის გადასაწყვეტად, საუკეთესო გზა მისი საერთაშორისო დონის დაცულ ტერიტორიად გამოცხადებაა.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების შემთხვევაში, მის ადმინისტრირებას ერთობლივად მოახდენს საქართველო და აზერბაიჯანი.

„ხელისუფლებას სჭირდება წარმოადგინოს გრძელვადიანი და მდგრადი ხედვა, როგორ აპირებს დავით გარეჯის სარგებლობის განაწილებას ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის. ზუსტად ერთი წლის წინ მე ხელისუფლებას შევთავაზე გეგმა, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს აღადგინა მეცნიერების დიდმა ჯგუფმა, რომელიც დაფინანსებული იყო არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ამ გეგმის მიხედვით, დავით გარეჯი შეიძლება გადაკეთდეს საერთაშორისო დონის დაცულ ტერიტორიად. თუმცა ადმინისტრირებას ერთდროულად მოვახდენთ ჩვენ და აზერბაიჯანი. ასეთი მიდგომით დავით გარეჯის შეიძლება გახდეს ევრაზიული გლობალური მასშტაბის პროექტი, რომელიც იქნება მიმზიდველი ეკოლოგიური ეკონომიკური და ტურისტული თვალსაზრისით. არამარტო ჩვენთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ უამრავი ხალხისთვის, რომლებიც ისედაც ჩამოდიან დავით გარეჯში, მაგრამ ახლა ჩამოვლენ ევრაზიული მნიშვნელობის საერთაშორისო პარკში, საერთაშორისოდ დაცულ ტერიტორიაზე. ასეთი მაგალითები არის ბევრი. როდესაც ორი ქვეყანა ვერ თანხმდებოდა საზღვარზე და მათ გადაწყვიტეს, რომ შექმნან საერთაშორისო დონის დაცული ტერიტორია. მაგალითად, ბიგ-ბენდის საერთაშორისო პარკი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის. იგივენაირად უოთერტონ-გლეიშერის საერთაშორისო პარკი აშშ-სა და კანადას შორის. არაერთი ასეთი შეთანხმება არსებობს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ტერიტორიაზეც“, – განაცხადა ანა დოლიძემ.