ანა ჩუბინიძის ანიმაცია „ჯიბის კაცი“ ბრაზილიის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია
ანა ჩუბინიძის ანიმაცია „ჯიბის კაცი“ ბრაზილიის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია

ანა ჩუბინიძის საბავშო ანიმაცია „ჯიბის კაცი“ ბრაზილიის ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალის 2017 წლის გამარჯვებულია.

ბრაზილიის ანიმაციური ფესტივალი ერთ-ერთი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ანიმაციის ფესტივალია.

„ჯიბის კაცმა“ არაერთი ფესტივალის ჟიურის მოწონება დაიმსახურა და წლის განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი მათ შორის “ანსის”ანიმაციური ფილმების ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

ფილმი პატარა კაცის, ედგარის ისტორიას გვიყვება, რომელიც ძველ ჩემოდანში ცხოვრობს, რომელსაც უსინათლო ადამიანი გახსნის და შიგნით ედგარს აღმოაჩენს, რის შემდეგაც ისინი განუყრელი მეგობრები ხდებიან, პატარა კაცი კი მეგობრის ჯიბეში გადასახლდება.

“ჯიბის კაცის” გაცოცხლებაზე ფრანგულმა ანიმაციურმა სტუდიამ Folimage და ქართულმა სტუდიამ Kvali XXI ერთად იმუშავეს.