ანა ბუჩუკური - ვწუხვარ, რომ „ლელომ“ რადიკალური გზა აირჩია
ანა ბუჩუკური - ვწუხვარ, რომ „ლელომ“ რადიკალური გზა აირჩია

„ლელოს“ გადაწყვეტილება სწორი არ არის, არ მგონია, სერიოზული მიდგომა, რომ საპარლამენტო ბერკეტები არ იყოს გამოყენებული, – ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„„ლელოს“ ლოგიკით, გამოდის, რომ ფარსია მათ მიერ წარდგენილი ყველა პროექტი, რადგან ვიცით, რომ მათ კანონპროექტებს უმრავლესობა არც კი განიხილავს, არაფერს ვამბობ მის მიღებაზე. მაშინ ეს ფარსი გამოდის. ვწუხვარ, რომ „ლელომ“ რადიკალური გზა აირჩია“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

„ლელოს“ წარმომადგენლები გუშინ პარლამენტში გამართულ შეხვედრას, სადაც ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა დაიწყო, არ დაესწრნენ.