ანა ბუჩუკური - საქართველოს პრეზიდენტმა ღირსეულად წარმოადგინა ღირსეული ქართველი ერი პარლამენტში და გულწრფელად მადლობა მას ამისთვის
ანა ბუჩუკური - საქართველოს პრეზიდენტმა ღირსეულად წარმოადგინა ღირსეული ქართველი ერი პარლამენტში და გულწრფელად მადლობა მას ამისთვის

საქართველოს პრეზიდენტმა ღირსეულად წარმოადგინა ღირსეული ქართველი ერი პარლამენტში და გულწრფელად მადლობა მას ამისთვის, – ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტ საბჭოს წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვის გამოსვლას.

„დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ღირსეულად წარმოადგინა ღირსეული ქართველი ერი პარლამენტში და გულწრფელად მადლობა მას ამისთვის, პირველ რიგში მას მადლობას ვეუბნები როგორც მოქალაქე და, რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკოსი. მისი სიტყვა იყო ღირსეული, სამართლიანი. როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში, პირველივე დღიდან გვახსოვს მისი პოზიცია და მან დაიკავა ღირსეული ქვეყნის ლიდერის პოზიცია და კიდევ ერთხელ მადლობა მას ამისთვის“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის სიტყვა, რომელიც მიმართული იყო ხელისუფლების და ოპოზიციის გარკვეული ნაწილისთვის, იყო სამართლიანი.

„მისი ყველა, თითოეული სიტყვა მიმართული ხელისუფლების, ასევე მიმართული ოპოზიციის მისამართით, რომელიც ოპოზიციის ნაწილს ეხებოდა, იყო აბსოლუტურად სამართლიანი და ეს რეაქციების მიხედვით დარბაზში მყოფებსაც ეტყობოდათ. პრეზიდენტმა თქვა რეალობა, რომელიც საქართველოში გვაქვს, რომელიც გვაქვს ხელისუფლებაში და ოპოზიციის გარკვეულ ნაწილში, კონკრეტულად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ანა ბუჩუკურმა „ქართული ოცნების“ წევრების რეაქციაც შეაფასა, რომლებმაც სიტყვის გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტს ტაში არ დაუკრეს.

„ხელისუფლება რეზიდენტული რომ არის კრიტიკის მიმართ, ეს ახალი არ არის. ჩემთვის წარმოუდგენელია, ასეთი სიტყვის გამოსვლის შემდეგ გულწრფელი ემოცია არ გამიჩნდეს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.