ანა ბუჩუკური - სამ თვეში მოხდება USAID-ის პროექტების გადახედვა სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად, გარკვეულ ქვეყნებში ჩვეულებრივად გაგრძელდა პროექტები, ამ ქვეყნების რაოდენობა გაიზრდება, ასეთია პროგნოზები
სამი თვეში მოხდება USAID-ის პროექტების გადახედვა, მაგალითად, გარკვეულ ქვეყნებში ჩვეულებრივად გაგრძელდა USAID-ის პროექტები, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკურის თქმით, მოლოდინია, რომ გაიზრდება ქვეყნების რაოდენობა, სადაც პროექტები გაგრძელდება.
„USAID-თან დაკავშირებით იცით, რომ სამთვიანი პროცედურა აქვს განსაზღვრული ახალ ადმინისტრაციას, რომ სამ თვეში გადაიხედება. ძალიან ცდებიან, „ოცნებას“ თუ ჰგონია, რომ ამერიკაში შიდა პოლიტიკური მოვლენებით აქ გამოძვრებიან, რადგან საპნის ბუშტივით გაუსკდებათ ძალიან ბევრი რამ, როგორც აქამდე გაუსკდათ. მაშინ ლეგიტიმაციის მოპოვებაში იყვნენ დარწმუნებული, მაგრამ ამდენი თვე გავიდა და ლეგიტიმაცია არ აქვს, ვერც ექნება. კონკრეტულად USAID-ს რაც შეეხება, როგორც იცით, სამთვიანი ვადა არის აღებული, სამ თვეში მოხდება გადახედვა, მაგალითად, გარკვეულ ქვეყნებში ჩვეულებრივად გაგრძელდა USAID-ის პროექტები, ამ ქვეყნების რაოდენობა გაიზრდება, პროგნოზები ასეთია და გადახედვის შემდეგ ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას. ვიმეორებ ფაქტს, რომ სამი თვის განმავლობაში მოხდება სხვადასხვა ქვეყანაში USAID-ის პროექტების გადახედვა, დაველოდოთ, ვნახოთ. ვინც ცოტა ინფორმირებულია, ამერიკაში რაც ხდება, არის მოლოდინი, რომ გაიზრდება ქვეყნების რაოდენობა, სადაც კიდევ უფრო გაიზრდება USAID-ის პროექტები. ამიტომ დაველოდოთ და ვნახოთ. ტყუილად უხარიათ რაღაცები. მესმის, პროპაგანდას ქმნიან, მაგრამ ესეც გასკდება საპნის ბუშტივით“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
ამასთან, ბუჩუკურს კითხვა დაუსვეს იმის შესახებ, რომ ილონ მასკი აზიარებს USAID-ის შესახებ მაიკ ბენცის პოსტსა და ვიდეოს, რომელშიც თბილისის აქციების კადრებიც არის ნაჩვენები, რაზეც ბუჩუკურმა აღნიშნა:
„ილონ მასკი არის წარმატებული ბიზნესმენი ტექსფეროში, ის არ არის პოლიტიკოსი. მაგალითად, მასკმა რამდენიმე წლის წინ ისეთი ინფორმაციაც დატვიტა, „ოცნებამ“ რომ დამალა და მაშინ რატომ არ ჩნდებოდა ეს კითხები? ამიტომ ცოტა სასაცილოა, მასკის „ტვიტზე“ თუ ფიქრობენ, რომ შიდაპოლიტიკას დაალაგებს „ოცნება““.