ანა ბუჩუკური - ოლიგარქიასა და არაფორმალურ მმართველობას „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ მყარად აქვს ფესვები გადგმული
ანა ბუჩუკური - ოლიგარქიასა და არაფორმალურ მმართველობას „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ მყარად აქვს ფესვები გადგმული

ფაქტია, რომ ოლიგარქიასა და არაფორმალურ მმართველობას „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ მყარად აქვს ფესვები გადგმული, –  ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიაში მიმდინარე პროცესები ბევრ სუბიექტს შეიძლება, ხელს უწყობდეს.

„ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს, ბევრ სუბიექტს შეიძლება, ხელს უწყობდეს. მათ შორის არ ვგულისხმობ მხოლოდ „ნაცმოძრაობაში“ ოლიგარქებსა და არაფორმალურ მმართველებს. ფაქტია, ოლიგარქიასა და არაფორმალურ მმართველობას „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ მყარად აქვს ფესვები გამდგარი. ვის შეიძლება, „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენები ხელს აძლევდეს? პარტიაში ვუყურებთ ძალაუფლების გადათამაშების თუ ახალი თამაშის წესების დადგენის მცდელობას. არ ვიცი, ეს როგორ დასრულდება. რომ გითხრათ, ვნერვიულობ-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ შედეგი გვაჩვენებს, როგორ გადანაწილდება ეს პარტია. ჩემთვის წარმოუდგენელია, ე.წ. არჩევნები რომ ჩაივლის, თანაცხოვრებას როგორ გააგრძელებენ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.